26 აპრილი 2024,   06:36
ვრცლად
ხელისუფლება ცდილობს არ იყოს ხისტი ეკლესიასთან მიმართებით - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ პანდემიის გავრცელების პერიოდში რელიგიური ორგანიზაციები ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ სპეციალისტებმა კონტროლი დაკარგონ.

ლომჯარიას შეფასებით, სავარაუდოდ ხელისუფლება ცდილობს, რომ ეკლესიებთან დაკავშირებით, კანონის აღსრულების შემთხვევაში ხისტი მეთოდები არ გამოიყენოს.

"გამონაკლის ჩამონათვალში არასდროს არ ყოფილა ეკლესია, შესაბამისად, პრეზიდენტის დეკრეტის ცალსახა ნება არის შეზღუდვები გავრცელდეს ყველაზე.

აღსრულება კანონის ხდება ორგვარად, როდესაც ინფორმირებას ახდენ მოქალაქეების და მოქალაქეები ნებაყოფილობით ემორჩილებიან მას და მეორე, როდესაც არსებობს პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება. დელიკატური თემა არის ბუნებრივია და მორწმუნეთა გრძნობებს უკავშირდება. ხელისუფლება სავარაუდოდ ცდილობს, რომ არ იყოს ხისტი ამ მიმართულებით და არ გამოიყენოს მეორე ზომა აღსრულების, სავარაუდოდ ცდილობენ ისინი სხვა გზით წავიდნენ," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები