02 მაისი 2024,   02:10
ვრცლად
გიორგი გახარია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.

პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.

"ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით, ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა," განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

დღის ამბები