26 აპრილი 2024,   08:00
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა ის რეგიონები დაასახელა, რომელთაც ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის და რესურსების მიმართულებით პრობლემები აქვთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ზოგიერთ რეგიონს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის და რესურსების მიმართულებით პრობლემები აქვს. ეკატერინე ტიკარაძემ ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"ეს, რა თქმა უნდა, არის წლების მანძილზე ჩამოყალიბებული სისუსტეები, რომელზეც დღეს საუბარი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამის აღმოჩენა და გამოსწორება. კარგი მდგომარეობა გვაქვს თბილისში, აჭარაში და იმერეთში, ყველაზე მეტად უჭირს სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმს, გურიას და მცხეთა-მთიანეთს. ამის მიზეზია ჯანდაცვის სექტორის არასწორი დაგეგმარება თავდაპირველად,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები