26 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
კორონავირუსის მესამე ფაზა - საქართველოში ეპიდემიოლოგებმა სამი პირის შემთხვევაში წყარო ვერ იპოვეს

საქართველო კორონავირუსის მესამე ფაზას ებრძვის. უმრავლეს შემთხევაში, ინფიცირებული პაციენტების წყარო ნაპოვნია, თუმცა 3 პირის შემთხვევაში ეპიდემიოლოგებმა კავშირს ვერ მიაგნეს. ბოლო ასეთი შემთხვევა ბათუმში ინფიცირებული პაციენტია. 62 წლის ქალის დაავადების წყარო გაურკვეველია, თუმცა ყოველდღიურად იზრდება იმ პირთა რაოდენობა, ვისთანაც შუახნის ქალს პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტი ჰქონდა. ქობულეთიდან 40 კონტაქტი უკვე მოძიებულია , აქედან 8-ს ლაბორატორიული კველევები ჩაუტარდა და 6 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, 3 კი შუახნის პაციენტი. საშუალო სიმძიმისაა ერთის მდგომარეობა, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე, აქვს ქრონიკული დაავადებები. სულ ე.წ ქობულეთის კლასტერიდან კოვიდ-19 12 პირს აქვს დადასტურებული

ქვეყანაში ყველაზე დიდი ჯგუფი, რომლის წყარო ჯერ კიდევ გაურკვეველია, ე.წ ეროვნული ბაკის კლასტერია, თუმცა ინფიცირების ერთ-ერთ წყაროდ ფული სახელდება . ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე საცავის 16 თანამშრომელს აქვს ახალი კორონავირუსი, მათთან პირდაპირ თუ ირიბად კონტაქტში მყოფი დაახლობით 20-მდე პირია, ვისაც ვირუსი აქვს დადასტურებული.

ყოველდღიურად იზრდება ე.წ ეროვნული ბანკის კლასტერის წევრთა რაოდენობა , დღეს კორონავირუსით ბოჭორიშვილის კლინიკაში ამავე ჯგუფიდან კიდევ ერთ პირს დაუდგინა ვირუსი. პაციენტი 30 წლამდე ახალგაზრდა კაცია. მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.

რთული რჩება მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა, მას ქრონიკული დაავადებები აქვს. ცნობილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს დადასტურებული ერთი ახალი პაციენტის წყაროც.

55-მდე გაიზარდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტების რაოდენობა , აქედან 7 რეანიმაციულ განყოფილებაშია, კრიტიკულ მდგომარეობაშია 3 პაციენტი. დღეს სამედიცინო დაწესებულება
მარნეულის კლასტერიდან უმძიმესმა პაციენტმა დატოვა. საუბარია 62 წლის ქალზე, რომლის მდგომარეობაც სიცოცხლისთვის თითქმის შეუთავსებელი იყო.

2 პაციენტი გადმოიყვანეს ბოჭორიშვილის კლინიკაში ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან. ახალგაზრდა ქალი 6 წლის შვილთან და კიდევ ოჯახის 2 წევრთან ერთად 4 აპრილს თურქეთიდან შემოვიდნენ საქართვლოში. ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 40 წლის ქალის მეუღლე და კიდევ ერთი შვილი ბათუმის საკარანტინო ზონაში იმყოფებიან. კლინიკაში ამ ეტაპზე კოვიდ-19-ით 16 პაციენტია მოთავსებული , აქედან 6 არასრულწლოვანია . მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თურქეთის გარდა, საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა სპეციალური რეისით, საქართველოს ორი მოქალაქე სომხეთიდანაც ჩამოიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, COVID-19-ით დაინფიცირდნენ. ორივე დიდი სატვირთო მანქანის მძღოლია . მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობენ.

დღის ამბები