02 მაისი 2024,   07:11
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში. Covid-19 დაბა ახალდაბაში ახალგაზრდა კაცს დაუდგინდა. 30 წლამდე კაცი საბაჟოზე მუშაობდა და სავარაუდოდ COVID-ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება. 

ახალდაბაში ყვებიან, რომ ინფიცირებული მშობლებთან, რამდენიმე დღის წინ, თბილისიდან ჩამოვიდა. მალევე ის ბაკურიანის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ახლა ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ამბობს, რომ ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი 6 პირი საკარანტინო ზონაში მოათავსეს.
ბორჯომის ცხელების ცენტრში, 15 აპრილს მოათავსეს ინფიცირებულის ოჯახის წევრი. მისი ანალიზის პასუხი უარყოფითია.

დღის ამბები