02 მაისი 2024,   01:50
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან მოხვდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, ელოდებიან სამი წლის ბავშვის ანალიზის პასუხს. ბავშვი ე.წ. ფარცხანაყანების კლასტერს წარმოადგენს, მის დედას კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 26 პაციენტია მოთავსებული.

დღის ამბები