10 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ერთ-ერთი ინფიცირებული კაცის კონტაქტია

წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარს ანტისხეულებით ტესტირებით კორონავირუსი დაუდასტურდა. შუახნის ქალი ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია. ის კარანტინში იყო გადაყვანილი და ვირუსზე შემოწმება ადგილზე ჩაუტარდა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს, თუმცა შესაძლოა, კლინიკაში გადაიყვანონ.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი სათნოების სახლის სერვისით სარგებლობდა, თუმცა მისი დაინფიციების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს თავად სათნოების სახლის დირექტორს.

მისი თქმით, პასუხი ჯერ არ მიუღია, თუმცა ადასტურებს, რომ სათნოების სახლში ეპიდემიოლოგები ორი დღის წინ მუშაობდნენ და ანალიზები აუღეს. მის თანამშრომლებს და მოხალისეებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.

მისივე ინფორმაციით, ანალიზებს უღებენ ბენეფიციარებსაც. სათნოების სახლი 180-მდე ბენეფიციარს ემსახურება.

დღის ამბები