10 მაისი 2024,   00:11
ვრცლად
შესაძლოა წყალტუბოში ახალი კლასტერი გაჩნდეს - სათნოების სახლის 180 ბენეფიციარის გამოკვლევა დაიწყო

არ არის გამორიცხული წყალტუბოში ახალი დიდი კლასტერი გაჩნდეს. ინფიცირების ახალი შემთხვევის შემდეგ წყალტუბოს 180 ბენეფიციარის გამოკვლევა იწყება. მათი უმეტესობა ხანდაზმულია.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ერთ-ერთ ბენეფიციარს, შუა ხნის ქალს კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. ის ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია.   

ადგილზე ახლა ეპდემიოლოგებს ელოდებიან, უნდა დაიწყოს დეზინფექცია და მოქალაქეების გამოკვლევა. საბოლოო პასუხისთვის ანალიზი ლუგარში გაიგზავნა.

"ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი შემთხვევის კონტაქტი, წყალტუბოელია. მას აქვს სხვადასხვა კონტაქტები, რომელთა შესწავლის პროცესში ვართ და შესაბამისად ვიკვლევთ ყველა მის კონტაქტს.

ანალოგიური ღონისძიებები მასშტაბურად უკვე დაგეგმილი გვაქვს," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ.

დღის ამბები