26 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
ვერცერთი სახელმწიფო მსოფლიოში ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ისაუბრა. მისივე თქმით, საუბარი ძალიან მშვიდად და მოზომილად წარიმართა. 

"მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ვისაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ძალიან მშვიდი, მოზომილი საუბარი გვქონდა. მან თავისი მთავრობის პოზიცია გამაცნო. ჩვენ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველია ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის, რომელიც განსაკუთრებულია და ამიტომ, მას ერთი ადამიანის მძევლად ვერ ვაქცევთ.

მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოს შიდაპოლიტიკური კონტექსტი და მასში არ ვერევით, მაგრამ ჩვენთვის ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერცერთი სახელმწიფო მსოფლიოში ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე. ჩემი მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ნამდვილად მეგობრული და სტრატეგიული დარჩეს. თუ ჩვენი ქართველი პარტნიორების მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება გადავიტანთ და შემდეგ ვეცდებით, აღვადგინოთ ის, რასაც დავკარგავთ," - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება.

 

დღის ამბები