26 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი სუსტდება და მთავრობას აძლევს იმაზე მეტ უფლებას, ვიდრე ეს საჭიროა, არადემოკრატიულია - ეკა ბესელია

მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის მთელს ქვეყანაში გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს, ჯერ არ იცნობენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები. ისინი ამბობენ, რომ მთავრობისთვის იმაზე მეტი უფლების მიცემა, ვიდრე კანონმდებლობით ეკუთვნის, არადემოკრატიულია.

"არ ვიცი, რა უნდა მთავრობას, რამდენად ფართოდ უნდა ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც კი პარლამენტი სუსტდება და მთავრობას აძლევს იმაზე მეტ უფლებას, ვიდრე ეს საჭიროა, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დროს, მათ შორის ეპიდემიის თუ სხვა ტიპის საფრთხეების დროს და თუკი პარლამენტი მოისუსტებს და მისი კონტროლის გარეშე მოხდება რაიმე ტიპის უფლებების იმაზე მეტად გადაცემა მთავრობისთვის, ვიდრე ეს კონსტიტუციურად დასაშვებია, ეს არ ითვლება დემოკრატიულად,"- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

"თუ იქნება ნიშნები იმისა, რომ ხელისუფლება ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეტექსტით ახორციელებს ადამიანის უფლებების ისეთ შეზღუდვას, რაც მის პოლიტიკურ ამოცანას ემსახურება, ბუნებრივია, ასეთი ინიციატივებს მხარდაჭერა არ ეგების. მაგრამ თუ დასაბუთება ექნება ის, რომ საჯარო ინტერესი არსებობს, ალბათ, ამის წინააღმდეგ არავინ უნდა წავიდეს,"- აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები