21 მაისი 2024,   23:19
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართება. სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და ბრალდებული პროცესს დისტანციურად ვიდეოზარის მეშვეობით დაესწრება. პროცესზე ბრალდების სამი მოწმე უნდა დაიკითხოს. ისინი ექსპერტ-კრიმინალისტები არიან.

18 მაისს გამართულ სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

დღის ამბები