10 მაისი 2024,   00:15
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონნახევარს გადააჭარბა, ევროპაში კი შედარებით სტაბილური მდგომარეობაა

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონნახევარს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 059 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

შეერთებული შტატებისგან განსხავავებით, ევროპის ევროპის ქვეყნებში, კვლავ შენარჩუნებულია ინტენსიურ განყოფილებებში მძიმე პაციენტების კლების ტენდენცია. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ესპანთში ერთ დღეში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 100ზე ნაკლებია. 

კორონავირუსის შედეგად წარმოშობილი კრიზისის გამო ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი დამსაქმებლებს 4 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთვაზობს. პრემიერის თქმით, ხანგრძლივი დასვენების დღეები, მოქალაქეებს მეტი მოგზაურობის საშუალებას მისცემს, რაც ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

პირველი ივნისიდან შეზღუდვები მოიხსნება ჰოლანდიაში. ქვეყანაში განახლდება სასწავლო პროცესი და გაიხსნება რესტორნები. ჰოლანდიაში, ამ დრომდე, ინფიცირების 44 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ჰოლანდიისგან განსხვავებით მზარდია სტატისტიკა ბრაზილიაში, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 17 ათასზე მეტი და გარდაცვალების ათას 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანა კორონავირუსის მსოფლიო რუქაზე მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. უკრაინაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 324 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორისაა, რადას დეპუტატი ოლეგ მეიდიჩი.მომხდარის გამო, იულია ტიმოშენკოს პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

სომხეთში კი, ბოლო 24 საათში ინფიცირების 230 და გარდაცვალების 3 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციის გავრცელების დინამიკა მაღალია რუსეთშიც. ქვეყანაში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი 308 ათას გასცდა. კრიზისული მდგომარეობის გამო რუსეთს სამედიცინო დახმარებას შეერთებული შტატების გაუგზავნის.

პანდემიის გამო მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება. საგანგაშო განცხადება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა, დავით მალაპასი ვარაუდობს, რომ გლობალური ეკონომიკა წელს 5 პროცენტით შემცირდება.მსოფლიო ბანკში აცახდებენ, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულად დაიკარგება.

დღის ამბები