26 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმერეთის რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად ესტუმრა.

ოჯახებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. კამპანია გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფელს მოიცავს.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

"71 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით ჰუმანიტარული დახმარება. ეს დახმარება გაგრძელდება და ჩვენ მთელ საოკუპაციო პერიმეტრზე გვაქვს ეს კამპანია, რომ გვერდში დავუდგეთ," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები