02 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
საქართველოს დროშის ფერებში ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და კაუნასის მერიის ისტორიული შენობა განათდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და კაუნასის მერიის ისტორიული შენობა "რატუშე".

26 მაისს ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე 16:00 საათზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და 16:10 წუთზე საქართველოს დროით 17:10 - შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

დღის ამბები