26 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
427 206-მა ადამიანმა უკვე მიიღო სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება ქეშის სახით - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს დღემდე საქართველოს არცერთ მოქალაქეს სოციალური დახმარება არ მიუღია.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, სოციალური დახმარება უკვე მიიღო 427 206-მა ადამიანმა.

"პარლამენტის ტრიბუნიდან მე დაგპირდით, რომ სოციალური გადახდები, რომელიც ბიუჯეტმა საკუთარ თავზე აიღო, კვირის ბოლომდე დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო. დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ 72 175 ჩვენმა მოქალაქემ დაიწყო 1200 ლარის სოციალური დახმარების მიღება. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც თანხები უკვე ჩაერიცხა. 

52 151-მა თვითდასაქმებულმა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით უკვე მიიღო;

194 796 ჩვენ თანამოქალაქეს, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს 65 ათასიდან 100 ათასამდე, სოციალური დახმარების პირველი ჩანარიცხი ჩაერიცხათ;

22 644 -მა ჩვენმა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება უკვე მიიღო;

40 440 შშმ პირის და შშმ ბავშვს უკვე ჩაერიცხა ეს დახმარება;

18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგროდიზელი შეღავათიანი ფასით და 27 000 ფერმერს უკვე დაერიცხა აგრო ქულები, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაიწყეს.

ეს, ჩემო მეგობრებო, არის 427 206 ადამიანი. ეს ის რაოდენობაა, რომლებმაც დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება ქეშის სახით, პირდაპირ თავიანთ ანგარიშებზე მიიღეს,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები