კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით, რთული მდგომარეობაა ბრაზილიაში. რომელიც მსოფლიო რუქაზე ინფიცირების შემთხვევებით მეორე ადგილზეა. ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 124 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ქვეყანაში კორონავირუსი 26 928 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
სულ ბრაზილიაში გამოვლენილია COVID-19-ის თითქმის 466 ათასი შემთხვევა.