26 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
ბოლნისში დადასტურებული 18 ახალი შემთხვევიდან 1 სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მძღოლია - ბოლნისის მერი​

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით, ბოლნისში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 17 მუშევანიდანაა, 1 კი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მძღოლია.

ბოლნისის მერის თქმით, 29 მაისს სულ 574 ნიმუში იქნა აღებული.

"574 ნიმუში იქნა აღებული 29 მაისს, აქედან არის 17 მუშევანიდან და ერთი არის სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფის მძღოლი. საერთო ჯამში, მუშევანში გვაქვს 73 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 83", - აღნიშნა დავით შერეზადაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა  5 პაციენტი.  ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღის ამბები