26 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზუგდიდის მერს კორუფციაში ადანაშაულებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ის ზუგდიდის მერიასა და m2-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს და მერს გიორგი შენგელიას კორუფციაში ადანაშაულებს.

როგორც წითლიძე განმარტავს, ხელშეკრულებით უკვე იზარალა ადგილობრივმა ბიუჯეტმა, რადგან კომპანიამ, რომელსაც შეძენილ მიწაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, ვალდებულებები არ შეასრულა.

საუბარია 300 ათას ლარზე, როგორც წითლიძე ამბობს, სწორედ ამ თანხის გაღება მოუწევს მერიას ყინულის სახლის დემონტაჟისთვის, რომელიც გასხვისებულ მიწაზეა ოპოზიციონერი საკრებულოს წევრი ასევე დასძენს, რომ კომპანიას მიწის გაყიდვა სურს, რასაც კატეგორიულად უარყოფს მუნიციპალიტეტის მერი.

გიორგი შენგელიას განცხადებით, m2-ს აუქციონის პირობები არ დაურღვევია. მისივე თქმით, პირობები პროფესიული კოლეჯის აშენებისა და ყინულის სახლის დემონტაჟის შესახებ მას შეიცვალა, რაც კომპანიამ მიწა არა სიმბოლურ ფასად, არამედ 7 მილიონ ლარად შეიძინა, 8 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებით. ხელშეკრულება მერიასა და კომპანიას შორის 2019 წელს დაიდო, m2-მა აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა ააშენოს.

დღის ამბები