26 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - ბიზნესმენი მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი მიწის მითვისებაში ადანაშაულებს

ხმაური იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

ბიზნესმენი მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი მიწის მითვისებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის კუთვნილ მიწას მუნიციპალიტეტი ასხვისებს.

ბიზნესმენი ზუგდიდის მერს ასევე გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მერმა თანხის სანაცვლოდ მას მიწის დათმობა შესთავაზა. 

მიქავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ, თუკი აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე გავა.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ სულ სხვა მიწის ფართობზე საუბრობს, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა და მიქავა სიცრუეში დაადანაშაულა.

მიქავა კი ამტკიცებს, რომ სასამართლოში ამ მიწაზე დავა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე საკრებულოს სადავო ტერიტორიის მიწის გასხვისების უფლება არ აქვს.

აღნიშნულზე საკრებულოს თავმჯდომარე ასევე პასუხობს, რომ მსგავს ბრალდებებს ის სხვა მერებსაც უყენებდა, თუმცა საკრებულოც და მერიაც კანონის ფარგლებში მოქმედებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი საბავშვო ბაღის აშენებაა დაგეგმილი.

დღის ამბები