02 მაისი 2024,   06:34
ვრცლად
ირანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, დაინფიცირებულია 167 000 ადამიანი

ბოლო დღეების განმავლობაში ირანში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა. კერძოდ, ხუთშაბათს 3 500-ზე მეტი, პარასკევს კი - 2 886 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის შუა რიცხვების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყანაში დაინფიცირებულების რიცხვი 167 000-მდე, გარდაცვლილთა კი 8 000-მდე გაიზარდა.

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის გამწვავებამ ექიმებს და ეკონომისტებს პრობლემები შეუქმნა.

"ერთ-ერთ ლოკაციაზე ეპიდემიის პიკი დაგვიფიქსირდა, რომლის წყაროც ქორწილის წვეულება გახდა და რომელმაც პრობლემები შეუქმნა ადამიანებს, ექიმებს, ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემას, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდის, ჩვენ აღარ გვაქვს რესურსი ქვეყნის ეკონომიკის მუშაობა კვლავ შევაფერხოთ,"- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

დღის ამბები