02 მაისი 2024,   03:16
ვრცლად
ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანი ბირთვულ სახელმწიფოდ იქცეს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ "მაპარალიზებელი სანქციები" გამოიყენოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის ყოველკვირეულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს, ირანი ბირთვულ სახელმწიფოდ იქცეს, თუმცა ირანში უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებმა, 2015 წლის შეთანხმებით ნებადართულ ლიმიტს, დაახლოებით, რვაჯერ გადააჭარბა.

"ფრანსპრესის" ცნობით, ამის შესახებ საუბარია მოხსენებაში, რომელიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მოამზადა.

მასში აღნიშნულია, რომ 20 მაისის მონაცემებით, გამდიდრებული ურანის მარაგები ირანში 1571,6 კილოგრამს შეადგენს, მაშინ, როდესაც ნებადართული ლიმიტი 202.8 კილოგრამია.

დღის ამბები