06 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
ლავასოღლის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს პროკურატურაში იმყოფებოდნენ

ლავასოღლის ოჯახის წევრები დღეს პროკურატურაში იმყოფებოდნენ, რათა გაერკვიათ, როდის მოხდება მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის, ექსტრადირება.

მათი განცხადებით, ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, პროკურატურამ კვლავ ვერ დაასახელა ლავასოღლის ექსტრადიციის კონკრეტული თარიღი.

ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მინდია გორაძე თურქეთში 2018 წელს დააკავეს.

მინდია გორაძის და ირინა გორაძე აცხადებს, რომ ულტიმატუმის დაყენებას აღარ აპირებს და იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მთავრობა გონს მოეგება.

"კანონით მეკუთვნის ექსტრადირება. პირველ 30 დღეში არის გაგზავნილი საბუთები, იმის მერე არა. არც ულტიმატუმს არ ვაყენებ და არც არაფერს, იმედია, დღევანდელი შეხვედრის მერე მოეგებიან გონს,"- განაცხადა ლავასოღლის დამ.

მინდია ლავასოღლის უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ლავასოღლის საქმის გაჭიანურება პოლიტიკურ სახეს იღებს.

შეგახსენებთ, რომ ორ კვირაზე მეტია, რაც ბათუმში ლავასოღლის მხარდამჭერები შიმშილობენ. მათი მთავარი მოთხოვნა მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის, თურქეთის საპატიმროდან ექსტრადირებაა.

დღის ამბები