02 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
ევროპის 4 ქვეყანა კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე 300 მილიონ დოზას მიიღებს

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ ფარმაცევტულ გიგანტთან AstraZeneca ხელშეკრულება გააფორმა - "ევრონიუსის" ინფორმაციით, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე 300 მილიონ დოზას მიიღებენ. ვაქცინას, ამ დროისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტი ტესტავს.  

ვაქცინის ღირებულებას, სავარაუდოდ, მთავრობები დააფინანსებენ.

"ეს ხელშეკრულება ასობით მილიონ ევროპელს მისცემს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინაზე წვდომას მისი დამტკიცების შემდეგ,“ - განაცხადა AstraZeneca-ს ხელმძღვანელმა პასკალ სორიომ.

ვაქცინის ტესტირება დიდ ბრიტანეთში აპრილში დაიწყო. მასში მონაწილეობას 18-დან 55 წლამდე ასაკის 1 000 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობს. ტესტირების მეორე რაუნდი, რომელშიც 10 000 მოხალისე ჩაერთვება, მაისში დაიწყება.

დღის ამბები