02 მაისი 2024,   07:09
ვრცლად
ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის მკურნალობისთვის ​პლაქვენილის გამოყენების ნებართვა გაუქმდა

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა 8 მილიონს გადააჭარბა, აქედან 2 მილიონზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დასტურდება.

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის მკურნალობისთვის  ​პლაქვენილის გამოყენების ნებართვა გაუქმდა.

მონაცემები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 44 000-ს გადააჭარბა. ჩინეთი, კონკრეტულად კი პეკინი, 177 ახალი შემთხვევის გამო ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყების რისკის წინაშე დგას.

პეკინში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა და რამდენიმე უბანი კარანტინში მოექცა.

ლეტალობის მაჩვენებელი მატულობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 7 000-ს აჭარბებს.

ბოლო 24 საათში 18-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი თურქეთში. სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 285 ინფიცირებული გარდაიცვალა. აზერბაიჯანში ეს მონაცემი 122-მდეა გაზრდილი.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროპაში. გასულ დღე-ღამეში იტალიაში COVID-19-ით გარდაცვალების 26 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დღის ამბები