06 მაისი 2024,   14:11
ვრცლად
​​გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს ადასტურებს

იხილავს თუ არა ქართველი ამომრჩეველი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციისას "კურიერთან" ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიდის პოლიტიკურ ძალებთან.

"ვერა არა, არა. პოლიტიკურ პარტიებთან მე ვაწარმოებ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს და ამ კონსულტაციების შინაარსი მდგომარეობს შემდეგში - დღეს არის ორი ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, ერთი არის არსებული, მაგრამ უკვე წარსულის ხელისუფლება და მეორე არის წინა ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის შეკვეთა არის ახალ პოლიტიკურ ძალაზე და ამაზე ძალიან ჩამოყალიბებულია ქართველი ამომრჩეველი. მას უნდა მისცეს ხმა ახალს. ამ თვალსაზრისით მე  ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი პლატფორმა შეიქმნას," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. კითხვაზე, ხომ არ არის ეს ის პოლიტიკური პლატფორმა, რომელშიც ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და ლევან კობერიძე არიან, გიორგი მარგველაშვილმა კონკრეტული დადებითი პასუხი არ გასცა, თუმცა არც უარყო:

"ეს იქნება პოლიტიკური პლატფორმა იმ ადამიანებისა, რომლებიც ასე ხედავენ თავს - არა აწმყო წარსულში, არა კიდევ უფრო შორეულ წარსულში, არამედ მომავალში,"- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები