06 მაისი 2024,   13:04
ვრცლად
გაუგებარია როდესაც გვესმის, რომ ფრენები საქართველოსთვის გადაიდო - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას სიარული მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას არ აუმჯობესებს.

როგორც სალომე სამადაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, გიორგი გახარიას საგაზაფხულო სესიაზე არავითარი სიახლე არ უთქვამს და კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს.

"არავითარი სიახლე ჩვენ პრემიერისგან არ მოგვისმენია, სწორედ ამიტომ იყო ძალიან ბევრი შეკითხვა თუნდაც ეკონომიკაზე. გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში მესამედ მოვიდა, თუმცა მისი პარლამენტში სიარულით ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა არ იცვლება.

რეალურად, დღეს უამრავი ჩვენი მოქალაქე დახმარების გარეშეა დარჩენილი. უამრავი მათგანი აწყდება ბერკეტებს და წინაღობებს, როდესაც ცდილობენ, რომ სახელმწიფოს მიმართონ დახმარებისთვის.

გაუგებარია, როდესაც გვესმის, რომ ფრენები საქართველოსთვის გადაიდო. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ვერ ახერხებს სამშობლოში ჩამოსვლას. ხელისუფლებას ამ ადამიანებისთვის არაფერი აქვს სათქმელი. დახმარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ყველაფერ ამაზე ველოდებით პასუხებს, გიორგი გახარიასგან,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტში მესამედ მივიდა. სწორედ ამ ვიზიტით დაიხურება საგაზაფხულო სესია.

დღის ამბები