04 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
გორში მცხოვრები კაცი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში, დევნასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

გორში მცხოვრები ვალერი ტეტუნაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში, დევნასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ის სამართლიანობის აღდგენას და მოძალადე პოლიციელების დასჯას მოითხოვს.

ტეტუნაშვილი ჰყვება, რომ ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ის არაერთხელ სცემეს - როგორც დაკავებისას, ასევე პოლიციის შენობის წინ და პოლიციის გორის რაიონულ სამმართველოშიც, მოთხოვნის მიუხედავად დროულად არ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რის გამოც შემდეგ კლინიკაში გადაყვანა და მკურნალობის კურსის გავლა დასჭირდა.

ვალერი ტეტუნაშვილის განცხადებით, მოსამართლემ ის გაამართლა მიუხედავად იმ მძიმე ბრალდებისა. რომელიც მას წაუყენეს, რადგან ვერ დაინახა დაკავების საფუძველი.

დღის ამბები