06 მაისი 2024,   13:15
ვრცლად
თუ კიდევ 4 წლით განიწირებიან "ქართული ოცნების" მმართველობაზე, ქუთაისში კაციშვილი აღარ დარჩება - გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრა რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ. მთავარი აქცენტი უმუშევრობასა და სიღარიბეზე გაკეთდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქი ფუნქციის გარეშე დარჩა, ამის გამო კი ბოლო წლებში, იმატა მიგრაციამაც, თუმცა პანდემიის პირობებში ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა.

"ოჯახები მუშაობენ მარტო საჭმელზე და წამალზე, კიდევ შველოდა ის რომ ნახევარი ქალაქი არის ემიგრაციაშია გახიზნული და იძახიან, რომ თუ კიდევ 4 წლით გაიწირებიან "ქართული ოცნების" მმართველობაზე ამ ქალაქში კაციშვილი აღარ დარჩება," - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

დღის ამბები