26 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
საზოგადოების დაკვეთა - ერთობა, არ ნიშნავს ღირებულებით ერთობას, ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობა - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციური ერთობა არ ნიშნავს ღირებულებებით ერთობას, უგულავას თქმით, ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობა.

"დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ გადავდივართ მიახლოებულ პროპორციულ არჩევნებზე, სადაც პარტიების მრავალფეროვნება იქნება და ამომრჩევლები გადაწყვეტენ "ევროპულ საქართველოს" დაუჭირონ მხარი, თუ ნებისმიერ სხვა პარტიას. აქ, მემგონი იხსნება საკითხი ფასეულობებთან დაკავშირებით. ფასეულობებით პრობლემა მე არ მაქვს იმ ხალხთან, ვისთანაც ერთად ვარ გაერთიანებული ერთ პარტიაში და პარტია არის ფასეულობების გაერთიანება და შესაბამისად, ფასეულობების გარშემო არის გაერთიანებული, ამიტომ ამ თვალსაზრისით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

ახლა მივდივართ მეორე ნაწილზე. მოგეხსენებათ არის 30 მაჟორიტარი. 30 მაჟორიტარის შემთხვევაში, ამ ნაწილში ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ ერთობაზე, თორემ არავინ არც გრიგოლ ვაშაძესთან გაერთიანებულა და არც ისინი იკლავენ თავს, არც ირაკლი ოქრუაშვილთან. ყველა თავთავის გზაზე მიდის. მაგრამ ჩენ ვთანამშრომლობთ რაზე? ვთანამშრომლობთ ერთი, პირველი და მთავარი - ეს არის თამაშის წესები და საქართველოს ოპოზიციამ სწორედ ამ ერთობით და თამაშის წესების მოთხოვნით თავის სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად საზოგადოების საერთაშორისო ძალისხმევით მივიღეთ, გამოვბრდღვენით ივანიშვილს თითქმის პროპორციული სისტემა.

როდესაც ფორმდება რეჟიმი, რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებელია და საზოგადოების დაკვეთა - ერთობა, ეს არ ნიშნავს ღირებულებით ერთობას, ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები