26 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება

საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" მიერ მეგობრის სტატუსით გაკეთებულ მოსაზრებას ზეპირად მოისმენს.

ადვოკატის განცხადებით, საუბარია გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე, რაც გიორგი რურუას უდანაშაულობას ადასტურებს. 

"ამ ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით და ამ მოსაზრებაში საუბარია არა ერთ დარღვევაზე, რომელიც საქმეში გვხვდება და დღეს უკვე სასამართლო სხდომაზე ზეპირად მიაწვდის ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ინფორმაციას სასამართლოს. ბუნებრივია, რომ ამ საქმეში არსებულ დარღვევებზე მითითება ნიშნავს გიორგი რურუას პოლიტიკურ პატიმრობას და თითქოს ყველა აქტორი, გარდა პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისა, ამბობს, რომ არა ერთი დარღვევაა ამ საქმეში," - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა

დღის ამბები