20 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას.

"ეს ანგარიში არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, საფრთხე არ ემუქრება. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და ასევე, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისთვის. ასევე, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოხვდა ნაყოფიერი თანამშრომლობა "ფონსტექსთან", ასევე წარმატებულია საქართველოს თანამშრომლობა ევროპოლთან, ამასთანავე, პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ატაშეების ქსელის ზრდა ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში,"- აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ზალკალიანის თქმით,ევროკომისია ასევე დადებითად აფასებს პანდემიის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს.

"ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ევროკომისია უაღრესად დადებითად აფასებს COVID-19-ის კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის, საზღვრის ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ასევე, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და აღნიშნულია, რომ 13 ათას მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა ორგანიზებულად და ეტაპობრივად სამშობლოში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები