10 მაისი 2024,   04:58
ვრცლად
ამერიკელებისგან პირბადეების ტარებას არ მოვითხოვ - დონალ ტრამპი

მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსი 238 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა.

პანდემიის ეპიცენტრად კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა რჩება. შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამერიკელებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს.

"თავიდან ყველა გვეუბნებოდა, არ ატაროთ პირბადეებიო, შემდეგ უცებ - პირბადე ყველამ უნდა ატაროსო. ნიღბის ტარება კარგია, თუმცა არასწორია აზრი, რომ თუ პირბადეს ყველა ატარებს, ვირუსი გაუჩინარდება. მსურს, ადამიანებს გარკვეული თავისუფლება ჰქონდეთ, ამერიკელებისგან პირბადეების ტარებას არ მოვითხოვ,"- აცხადებს დონალ ტრამპი. 

კორონავირუსთან ბრძოლაში ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა მარკ ცუკერგერგმა, "ფეისბუკის" შემქმნელმა პრეზიდენტი არაეფექტურ მუშაობაში დაადანაშაულა. "გუგლმა" კი, იმ ვებგვერდების რეკლამების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებზეც კორონავირუსის შესახებ კონსპირაციული თეორიები ვრცელდება.

რთული მდგომარეობაა ბრაზილიაშიც, სადაც ვირუსის შემთხვევები ერთ დღეში 35 ათასამდე გაიზარდა. 

კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში ჩინეთში. ევროკავშირის ლიდერები სამიტის პირველ დღეს, კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით, დახმარების გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი, მოლაპარაკებებს ძალიან რთული უწოდა.

დღის ამბები