10 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
საფრანგეთში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი იწვის

დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ნანტში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი იწვის. ფრანგული მედიის ცნობით ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 6 სახანძრო ტექნიკა და 60-მდე მეხანძრე მონაწილეობს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი დადგენილი არაა.

ნანტის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარია საფრანგეთში და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს სიმაღლეში მხოლოდ 6 მეტრით ჩამოუვარდება. ტაძრის მშენებლობა მე-15 საუკუნეში დაიწყო და 400 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ხანძარი ტაძარს 1972 წელსაც გაუჩნდა, მაშინ მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას 3 წელი დასჭირდა.

შეგახსენებთ გასული წლის აპრილის თვეში მასშტაბური ცეცხლი გაუჩნდა საფრანგეთის ერთ-ერთ სიმბოლოს - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს და ძეგლი მნიშვნელოვნად დააზიანა.

დღის ამბები