19 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
"რუსთავი 2 კონცერტებს ბათუმში 4-ში, ფოთში კი 3-ში ჩაატარებს,"-ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, ხელის შეშლის მიუხედავად, კონცერტებს ბათუმსა და ფოთში 3 და 4 აგვისტოს მაინც ჩაატარებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ბოლო დათმობაა, რომელზეც კომპანია მიდის. ნიკა გვარამიას განმარტებით, კომპანიას კონცერტის ჩასატარებლად თანხმობა არ სჭირდება, ის მხოლოდ ვალდებულია მუნიციპალიტეტი გააფრთხილოს. ამ ფონზე იგი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უკანონო გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

"2-ვე გადაწყვეტილება გასული არის კონსტიტუციის ფარგლებიდან და შესაბამისად, ყველა დანარჩენი ქართული კანონმდებლობის რაც ამ სფეროს აწესრიგებს, პირველ რიგში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, იმ დენად რამდენადაც ჩვენ არ გვჭირდება არავის თანხმობა, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ადგილობრივი თვითმართველობა. ერთადერთი საგამონაკლისო რეგულაცია არის ის თუ ვინმე იქ ატარებს კონცერტებს, ზუსტად ვიცით, რომ იქ კონცერტები არ ტარდებოდა და უკანა რიცხვით შეიქმნა დოკუმენტები და ამის მტკიცებულებები გვაქვს. შესაბამისად, ამ ადამიანებს ადრე თუ გვიან პასუხს აგებინებენ სამსახურებრივი სიყალბისთვის. მაგრამ რადგან ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული,  ჩვენ დავემორჩლებით ამ გადაწყვეტილებას და არ შევალთ კონფრონტაციაში.

"მიუხედავად იმისა, რომ უკანონო გადაწყვეტილებას შეგვიძლია არ დავემორჩილოთ. ამიტომ, რადგან ბათუმში ღონისძიებებია 1,2-სა და 3-შია, ჩვენ კონცერტს ბათუმში 4-ში საღამოს 7 საათიდან იგივე ლოკაციაზე, ანბანის კოშკთან ჩავატარებთ. რადგან ფოთში დაგეგმილი კონცერტები 1 სა და 2 -ში, კონცერტს იგივე ლოკაციაზე, პარკში ჩავატარებთ 3-ში,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიას არავითარი პოლიტიკური მიზნები არ აქვს. 

"ჩვენ არავითარი პოლიტიკური მიზნები არ გვაქვს, ჩვენი ინტერესი ერთი მხრივ რუსთავი 2-ის მარკეტინგი, და მეორე მხრივ ადამიანებისთვის უფასოდ ძალიან ხარისხიანი საკონცერტო პროდუქციის მიწოდება,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

რუსთავი ორი შენთვის გორში გამართული კონცერტის შემდეგ, კომპანიამ უარი ქუთაისიდან, ფოთიდან და ბათუმიდან მიიღო.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები