24 მაისი 2024,   00:58
ვრცლად
ვუსამძიმრებ აჭარაში დაღუპულთა ოჯახებს - გრძელდება შესაბამისი სამუშაოები - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო და უსამძიმრებს ოჯახებს.

"სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, როგორც მითხრეს, აჭარაში ორი ადამიანია დაღუპული, ვუსამძიმრებ ოჯახებს. გრძელდება შესაბამისი სამუშაოები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარაში - ხულოსა და ქედაში, სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დღის ამბები