რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის შედეგად, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოწვა წვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები საავტომობილო გზაზე.
ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ქედაში, სოფელ წონიარისში, ზვავის შედეგად წაღებულია სახლი, მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო ღონისძიება.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ესწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას საქართველოს პარლამენტში, სხდომა დატოვა და უახლოეს საათებში იქნება შემთხვევის ადგილზე", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, სამუშაო პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.