10 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
"მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024-ის" მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასების "მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექს - 2024-ის" მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია.

ორგანიზაციამ კვლევის ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში გამართა, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოს პროგრესზე. ითქვა, რომ, ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, უკვე მეოთხედ, პირველ პოზიციას იკავებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ქვეყნებს აფასებს 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით. ესაა: პასუხისმგებლობიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

დღის ამბები