10 მაისი 2024,   00:33
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკის მინისტრმა, ბაქოში გამართულ სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

სამხრეთის გაზის დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა, ასევე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა, პროექტი და გეგმები განიხილეს. სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი.

ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის აქტიური მონაწილეა და მას უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. 

"საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი, რომლის ქმედებაც მიმართულია სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივის სრულმასშტაბიანი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, მათ შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან გაზის შესაძლო მიწოდებას, ასევე ტრანსკასპიური (ან ინტრაკასპიური) გაზსადენის პროექტის განხორციელებას. საქართველო მზად არის, გააგრძელოს აქტიური დიალოგი აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთის გაზის დერეფნის სხვა მონაწილეებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები