10 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გერმანელ, იაპონელ და ბერძენ დიპლომატებს უწყებაში უმასპინძლა. შეხვედრებზე ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის, სამხედრო განათლების, ასევე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

"მინისტრმა თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს თავდაცვის ძალების მტკიცე და თანმიმდევრული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

იაპონიის ელჩთან კი, ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას გაუსვა ხაზი.

ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში გერმანიისა და საბერძნეთის წვლილზე. აღინიშნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები