10 მაისი 2024,   07:00
ვრცლად
მაგიდაზე არის შეთანხმება და როგორც უკვე ვთქვით, "ჰამასი" უნდა დაეთანხმოს ამ შეთანხმებას - კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი "ჰამასს"  მოუწოდებს დათანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ამის შესახებ ალაბამაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰარისი ისრაელს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასაც ურჩევს. 

"ღაზაში ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. მაგიდაზე არის შეთანხმება და როგორც უკვე ვთქვით, "ჰამასი" უნდა დაეთანხმოს ამ შეთანხმებას. ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია. ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს დახმარების ნაკადის გაზრდისთვის. ამას არანაირი გამართლება არ აქვს", - განაცხადა კამალა ჰარისმა.

დღის ამბები