13 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
რა უნდა ბუნდესტაგში ფაშისტ ადეიშვილს? კაცი, რომელმაც საქართველოში კრიმინალური პირამიდა შექმნა, ასე დადის ევროპის ერთი დედაქალაქიდან მეორეში - გიორგი ცაგარეიშვილი

რა უნდა იქ ფაშისტ ადეიშვილს? მოფაშისტო ელემენტი, რომელიც არაფრით განსხვავდება საშინელი გამოვლინებისგან ფაშიზმისა; კაცი, რომელმაც შექმნა კრიმინალური პირამიდა საქართველოში, რომლის სათავეში იყო მოქცეული და თქვენ წარმოიდგინეთ, ასე დადის ევროპის ერთი დედაქალაქიდან მეორე დედაქალაქში, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

"რა უნდა იქ ფაშისტ ადეიშვილს? ბუნდესტაგი გადაწვეს ფაშისტებმა, გავიდა ამდენი წელი და ისევ, მოფაშისტო ელემენტი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება საშინელი გამოვლინებისგან ფაშიზმისა; კაცი, რომელიც უამრავ დანაშაულში ბრალდებული იყო; კაცი, რომელმაც შექმნა პირამიდა, სააკაშვილის მითითებით რა თქმა უნდა, კრიმინალური პირამიდა საქართველოში, რომლის სათავეში იყო მოქცეული და თქვენ წარმოიდგინეთ, ასე დადის ევროპის ერთი დედაქალაქიდან მეორე დედაქალაქში.

მე მაინტერესებს, როგორ გაუხარდებოდა გერმანულ მხარეს, რომ რომელიმე ძებნილი, კრიმინალი ადამიანი გერმანული ფედერაციის კანონმდებლობით, ჩამოსულიყო საქართველოში, ჩვენ მიგვეღო ის აქ - პარლამენტის შენობაში და მოგვეწვია საპატიო სტუმართა ლოჟაში, ეს მოეწონებოდა გერმანიას?“ - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

საქართველოში ძებნილი, რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადეიშვილი ბუნდესტაგის ლოჟაში დააფიქსირეს. უმრავლესობაში ფაქტს ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობას უწოდებენ.

დღის ამბები