13 მაისი 2024,   12:36
ვრცლად
ჩვენს პარტიას არ მიუღია არანაირი უცხოური დაფინანსება... არც სხვებზე მსმენია - ალეკო ელისაშვილი

დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარის, კენ ვოლაკის განცხადება, რომ NED არ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და მათი საქმიანობა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას მოიცავს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ არანაირ არასამთავრობო ორგანიზაციასთან არ აქვთ კავშირი და არც სმენიათ, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს.

"თუ ადამიანი არის პოლიტიკაში, არ არის არასამთავრობო სექტორში - მარტივია. მე არაფერი არ მაქვს სასაუბრო - არანაირი ორგანიზაცია არ მაქვს, არანაირი რეგულაციები გვერდის ავლით. ტყუილია ესეც, ესეც არის უნამუსო ტყუილი "ქართული ოცნების". ჯერ შეამოწმეთ ივანიშვილი და მერე - დანარჩენი ყველა," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხაზს უსვამს, რომ მის პარტიას უცხოური დაფინანსება არასდროს მიუღია.

"ჩვენს პარტიას არ მიუღია არანაირი უცხოური დაფინანსება მას შემდეგ, რაც პარტიად ჩამოვყალიბდით. ან შემოწირულებები გვქონდა, ან ბიუჯეტიდან თანხა გვერიცხება, რაც კვალიფიციური სუბიექტი გავხდით. სხვებზე არ მსმენია, არ ვიცი და ახლა არ მგონია, რომ რამე ისეთი უკანონობა ხდებოდეს, რაც არ იცოდეს "ქართულმა ოცნებამ" და რომელზეც რეაგირება არ ჰქონდეს,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები