16 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
"არ მინახავს მტკიცებულება, რომ სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიას აფინანსებდეს" - NED-ის თავმჯდომარე

არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, პოლიტიკური პარტიების უცხოური ფულით დაფინანსების სქემის გაშიფვრის შემდეგ, დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. კენ ვოლაკის განცხადებით, NED-ი პოლიტიკურ პარტიებს არ აფინანსებს. ვოლაკის მტკიცებით, მათი პროგრამების ფინანსები გამჭვირვალეა.

"სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს უფლება აქვთ იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში. თუ ისინი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არის. NED-ის საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას და არა პოლიტიკური პარტიების. თუ სამოქალაქო ორგანიზაცია ირჩევს, რომ პოლიტიკური პარტია გახდეს, მაშინ NED-ი მას მხარს არ დაუჭერს. არ მინახავს მტკიცებულება იმის, რომ სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიას აფინანსებდეს. NED-ის მხარდაჭერილი ორგანიზაციები ნამდვილად არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს," - აღნიშნა კენ ვოლაკმა.

დღის ამბები