12 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
ხაზარაძე, თავისი პარტიით, როგორც "ნაცმოძრაობის" ჭეშმარიტი დანამატი, ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგას - მამუკა მდინარაძე

მამუკა ხაზარაძისგან ლგბტ პროპაგანდის შემცველი აქტივობების მხარდაჭერა არ გვიკვირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მაგალითად, მამუკა ხაზარაძის პარტიის წევრები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ 2017 წელს კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის არსებობს, რომელიც გარანტიას იძლეოდა, რომ საქართველოში ვერავინ მოიფიქრებდა სხვა დეფინიციას, გარდა იმისა, რომ ეს არის ქალისა და კაცის კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ხაზარაძე თავისი პარტიით, როგორც ჭეშმარიტი დანამატი "ნაცმოძრაობისა", დგას ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს მარტივი მოცემულობაა. სხვა მხარეს დგომა მათ არ შეუძლიათ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

წიგნის "ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" პრეზენტაციას 6 მარტს მამუკა ხაზარაძის "არტარეამ" უმასპინძლა.

დღის ამბები