"ცისფერი" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც სახელოვნებო სივრცეში, "არტ-არეას" ტერიტორიაზე შედგა. თითქმის 200-გვერდიანი წიგნი მკითხველს ხელოვნების სფეროში ქვიარ საზოგადოების შესახებ მოუთხრობს.
გამოცემა ილუსტრირებულია - მასში თავმოყრილია ელენე ახვლედიანის, გიორგი გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, სერგო ფარაჯანოვის, ოლეგ ტიმჩენკოსა და თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი ნახატები.
ღონისძიებას სხვადასხვა საელჩოსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის იყო ნიდერლანდების ელჩიც, რომელმაც შეკრებილებს ქართულად მიმართა.