12 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პრეზიდენტის სასახლეში ხელმოწერების მიტანის ფაქტს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა.

ირაკლი ზარქუამ, მსვლელობის მონაწილეებს შეახსენა, რომ ყოფილ პრეზიდენტს დანაშაული აქვს ჩადენილი.

"ბელადი უკვეთავს იქიდან თუ ესენი ცდილობენ, რომ ერთგულება შეფიცონ და ამის დემონსტრირება ხდება, არ ვიცი. ფაქტი ერთია, ის რეიტინგი, რაც ჰქონდა 2004 წელს და ეს წალენჯიხის, თითქოს სიმბოლური მაგალითი, მაშინ მოჰყვებოდა, მთელს საქართველოს სჯეროდა, რომ ეს იყო გადამრჩენელი და არა მწვალებელი, როგორც ჩამოყალიბდა შემდეგ, ერთ-ერთი დესპოტი და დიქტატორი. შედეგიც სახეზეა, მაშინ მოჰყვებოდა მთელი [წალენჯიხა] ახლა სამი თუ ოთხი მანქანა მოჰყვება. ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია. ხალხი აქცენტს გააკეთებს მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და პრაგმატულ პოლიტიკაზე", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები