10 მაისი 2024,   00:35
ვრცლად
თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები მონაწილეობდნენ, თეა ახვლედიანმა "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის" 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში მიღწეული პროგრესის, კონკრეტული შედეგებისა და დასახული ამოცანების განხორციელების დინამიკაზე. ასევე, განხილულ იქნა მიმდინარე აქტუალური საკითხები, რომელთა მიმართ ერთიანი სამთავრობო კოორდინირებული მიდგომით, დაისახა მათი ეფექტიანად რეალიზების გზები. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა წარმოადგინა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.

სამთავრობო კომისიის სხდომაში მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა პირებმა.

 

დღის ამბები