10 მაისი 2024,   00:15
ვრცლად
კარგი და შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს ყველგან, პოზიტიურ პროგრესს ებრძვიან ისინი თავისი ნეგატიური კამპანიით - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა "დემოკრატიის მრავალფეროვნების" კვლევას, სადაც წამებისგან თავისუფლების ინდექსზეა საუბარი.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ყველა პოზიტიურ პროგრესს ნეგატიური კამპანიით ებრძვის.

"რეიტინგებით, სასამართლოში პროგრესია, "ნაცები" და "ნაცების" ტელევიზიები უტევენ სასამართლოს. სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აღმოფხვრილი არ არის, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი რჩება  სიღარიბეში, 30-დან 15%-მდეა ჩამოწეული და უტევენ სიღარიბის საკითხს. მიგრაციის სალდო პირველად დაუფიქსირდა პოზიტივებში დადებითი ქვეყანას 2024 წელს და იმწამსვე ემიგრაციაზე დაიწყეს საუბარი, ანუ ეს არის მტკიცებულება, სადაც კი პროგრესია, სადაც კარგი და შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს ყველგან პოზიტიურ პროგრესს ებრძვიან ისინი თავისი ნეგატიური კამპანიით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნება" წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას მოიცავს, კონცენტრირებულია სახელმწიფო მოხელეების ან სახელმწიფოს სხვა აგენტების მიერ გამოყენებული წამების შეფასებაზე. ამ მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია, დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას უსწრებს და 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიცია 101 ადგილით აქვს გაუმჯობესებული. V-DEM-ის რეიტინგში საქართველო 46ე ადგილზეა.

 

დღის ამბები