02 ივნისი 2024,   04:24
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა ესტონეთისა და საფრანგეთის ელჩებთან გაცნობითი შეხვედრები გამართა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ესტონეთისა და საფრანგეთის ელჩებთან გაცნობითი შეხვედრები გამართა. უწყების ცნობით, დიპლომატებთან შეხვედრებზე ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ირაკლი ჩიქოვანმა ესტონეთსა და საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების მნიშვნელოვანი წვლილი.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საფრანგეთისა და ესტონეთის კონტრიბუციაზე.

დღის ამბები