20 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
სასამართლომ დაადგინა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ხანდაზმული თაღლითები, მათგან მაქინაციები არ გაგვიკვირდება - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალდებებს გამოეხმაურა.

იონათამიშვილი ამბობს, რომ საკითხის სამართლებრივი შეფასება შესაბამისი ორგანოების საქმეა, თუმცა მათგან მსგავსი მაქინაციები არ გაუკვირდება.

"სასამართლოს მიერ არის დადასტურებული ჯაფარიძე-ხაზარაძის შემთხვევა, რომ ისინი არიან ხანდაზმული თაღლითები. ცხადია, მათგან მაქინაციები არც ჩვენ და არც საზოგადოებას არ გაუკვირდება. კონკრეტულ საქმეზე, უპრიანია, უკვე შესაბამისმა უწყებებმა შეაფასონ და არა ჩვენ,"-აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები